მერი
Thursday, March 5, 2015
Tuesday, October 16, 2012
1. პროექტის სახელწოდება:
მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
2. პროექტის მთავარი იდეა
(თემა):
მოსწავლე ეცნობა დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეს გამოუმუშავდეს მოპოვებული
ინფორმაციის კლასიფიკაცია, დალაგება და ელემენტარული ანალიზი.
4. პროექტის მიზნები:
განხორციელდეს სკოლის მასშტაბით
ობოლ ბავშვთა რაოდენობის კლასიფიკაცია (დედით ობოლი, მამით ობოლი, ორივე მშობლით ობოლი,
ვინა ჰყავს მეურვე (იურიდიულად), ოჯახში რამდენი ობოლია სკოლის ასაკის;
ასეთი ინფორმაცია დაეხმარება
სკოლის დირექციას, კლასის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს ამ კატეგორიის ბავშვებთან ინდივიდუალურ
მუშაობაში; საჭიროების შემთხვევაში სოციალური დახმარების აღმოსაჩენადაც.
5. მონაწილეთა ასაკი:
11-12 წელი.
6. ვადები, ხანგრძლივობა:
4 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები $ პროდუქტებში,
რაც შეიძლება შეიქმნას;
_ გარკვეული ინფორმაცია _ ანალიზი
სკოლის მასშტაბით ობოლ ბავშვთა თაობაზე _ ცხრილის სახით.
საფეხურები
|
დედით ობოლი
|
მამით ობოლი
|
დედ-მამით ობოლი
|
მეურვე (იურიდიულად)
|
ოჯახში სკოლის ასაკის ობოლ ბავშვთა რაოდენობა
|
I საფეხური
I-VI კლასი
|
|||||
II საფეხური
VII-IX კლასი
|
|||||
III საფეხური
X-XII კლასი
|
(ცხრილი შეუვსებელია რაოდენ ინფომაცია კონფიდენციალურია, შიდა სასკოლოა და იგი საჯაროობას არ ექვემდებარება)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ა) ფურცლები რომლებზეც კითხვარი
იქნება განთავსებული, რომლითაც სამუშაო ჯგუფები იმოძრავებენ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ბ) კალმისტრები სამუშაო ჯგუფებისათვის.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები)
აქტივობა _ 1.
პროექტის თემა ძირითადად შეირჩა
მოსწავლეებთან გასაუბრებით.
აქტივობა _ 2
კლასებში შესვლაზე ინფორმაციის
მოსაპოვებლად თვით მოსწავლეებმა აიღეს ნებართვა, ინფორმაცია გაუკეთეს მანდატურებს,
კლასის ხელმძღვანელებს.
აქტივობა 3.
მოსწავლეების წინადადებების
გათვალისწინებით VI კლასი, 21 მოსწავლე დაიყო შემდეგ სამუშაო ჯგუფებად.
I საფეხურის კლასებში I-VI
კლასებისათვის შეიქმნა 6 ჯგუფი (ჯგუფში 2 მოსწავლე, მათ დაემატა 1 მოსწავლე როგორც
საერთო ხელმძღვანელი, რომელიც იმ 12 მოსწავლესაც ჩაენაცვლება თუ ამის საჭიროება გახდება)
_ VIII-IX და X-XII კლასებისათვის
შეიქმნა თითო-თითო ჯგუფი 3-3 მოსწავლით.
2 მოსწავლე დარჩა საერთო ხელმძღვანელობისათვის.
აქედან ერთ-ერთი შეირჩა შედეგის წარმოდგენისათვის.
10. საგნებთან, საგნობრივ
ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. მათემატიკა VI.11, მათემატიკა VI.12,
მათემატიკა VI.13.
IX საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მერი ფაჩუაშვილი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fachuashvili@gmail.com
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fachuashvili@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)