Tuesday, October 16, 2012


1. პროექტის სახელწოდება: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლე ეცნობა დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას.

3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეს გამოუმუშავდეს მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაცია, დალაგება და ელემენტარული ანალიზი.

4. პროექტის მიზნები:
განხორციელდეს სკოლის მასშტაბით ობოლ ბავშვთა რაოდენობის კლასიფიკაცია (დედით ობოლი, მამით ობოლი, ორივე მშობლით ობოლი, ვინა ჰყავს მეურვე (იურიდიულად), ოჯახში რამდენი ობოლია სკოლის ასაკის;
ასეთი ინფორმაცია დაეხმარება სკოლის დირექციას, კლასის ხელმძღვანელებს, პედაგოგებს ამ კატეგორიის ბავშვებთან ინდივიდუალურ მუშაობაში; საჭიროების შემთხვევაში სოციალური დახმარების აღმოსაჩენადაც.

5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.

6. ვადები, ხანგრძლივობა: 4 დღე

7. მოსალოდნელი შედეგები $ პროდუქტებში, რაც შეიძლება შეიქმნას;
_ გარკვეული ინფორმაცია _ ანალიზი სკოლის მასშტაბით ობოლ ბავშვთა თაობაზე _ ცხრილის სახით.

საფეხურები
დედით ობოლი
მამით ობოლი
დედ-მამით ობოლი
მეურვე (იურიდიულად)
ოჯახში სკოლის ასაკის ობოლ ბავშვთა რაოდენობა
I საფეხური
I-VI კლასი






II საფეხური
VII-IX კლასი






III საფეხური
X-XII კლასი







(ცხრილი შეუვსებელია რაოდენ ინფომაცია კონფიდენციალურია, შიდა სასკოლოა და იგი საჯაროობას არ ექვემდებარება)

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ა) ფურცლები რომლებზეც კითხვარი იქნება განთავსებული, რომლითაც სამუშაო ჯგუფები იმოძრავებენ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

ბ) კალმისტრები სამუშაო ჯგუფებისათვის.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)


აქტივობა _ 1.
პროექტის თემა ძირითადად შეირჩა მოსწავლეებთან გასაუბრებით.


აქტივობა _ 2
კლასებში შესვლაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად თვით მოსწავლეებმა აიღეს ნებართვა, ინფორმაცია გაუკეთეს მანდატურებს, კლასის ხელმძღვანელებს.


აქტივობა 3.
მოსწავლეების წინადადებების გათვალისწინებით VI კლასი, 21 მოსწავლე დაიყო შემდეგ სამუშაო ჯგუფებად.

I საფეხურის კლასებში I-VI კლასებისათვის შეიქმნა 6 ჯგუფი (ჯგუფში 2 მოსწავლე, მათ დაემატა 1 მოსწავლე როგორც საერთო ხელმძღვანელი, რომელიც იმ 12 მოსწავლესაც ჩაენაცვლება თუ ამის საჭიროება გახდება)

_ VIII-IX და X-XII კლასებისათვის შეიქმნა თითო-თითო ჯგუფი 3-3 მოსწავლით.
2 მოსწავლე დარჩა საერთო ხელმძღვანელობისათვის. აქედან ერთ-ერთი შეირჩა შედეგის წარმოდგენისათვის.

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. მათემატიკა VI.11, მათემატიკა VI.12, მათემატიკა VI.13.


11. პროექტის ხელმძღვანელი 
IX საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მერი ფაჩუაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fachuashvili@gmail.com